გადავდგამთ ნაბიჯებს, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეჟიმის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია – ადვოკატი

“ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმას, რითაც შეიძლება დავადასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფოს მხრიდან, რეჟიმის მხრიდან გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ჩვენ ვნახეთ უკვე პირველი წარმატება ამ გზაზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა 8 ფაქტი დარღვევის, იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვება-გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ასევე, მისი ღირსების შემლახველი მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ამ დროისთვის დამატებით 12 000-მდე პირი აიცრა
შემდეგი სტატიახობისა და ზუგდიდის სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს საჯიჯაოში