„გადავარჩინოთ მამა გიორგის სიცოცხლე!“ – ადვოკატები საინიციატივო ჯგუფის შექმნას აანონსებენ

„გადავარჩინოთ მამა გიორგი მამალაძის სიცოცხლე!“ – ამ მიზნით დეკანოზის ადვოკატები საინიციატივო ჯგუფის შექმნას აანონსებენ. ინიციატივა უფლებადამცველებმა მას შემდეგ გაასაჯაროეს, რაც გვიან ღამით დეკანოზი საავადმყოფოში მის ძმასთან ერთად მოინახულეს და განაცხადეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია.

ადვოკატების ინფორმაციით, მამა გიორგის ისევ არ უმუშავებს მარჯვენა კიდურები და უჭირს მეტყველება.

უფლებადამცველები დაუშვებლად მიიჩნევენ სასულიერო პირის ციხეში დაბრუნებას. ამ თემაზე დღეს ისინი საგანგებო პრესკონფერენციასაც გამართავენ.

დეკანოზის ძმა კი მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებას ჯანდაცვის მინისტრისგან ითხოვს.

„მეტყველება უჭირს, ძალიან ცუდი ფერი აქვს. სამწუხაროდ, ექიმები ამასთან დაკავშირებით არ საუბრობენ. მე როგორც გავიგე, ეს არის „ქართული ოცნების“ დეპუტატის კლინიკა, გოცირიძის. ეჭვი მაქვს, რომ ეს დეპუტატი ექიმებზე ზემოქმედებს,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ერთი თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ოფიციალურ ნაწილს დღეს დაიწყებს