გადატვირთულ ქუჩებზე კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიწყება

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში, დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები: აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე.

თბილისის მერის თქმით, რადგან ეს ქუჩები ქალაქის საკმაოდ გადატვირთული და რთული მონაკვეთებია, შესაბამისმა სამსახურებმა და პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეასრულონ დაგეგმილი სამუშაოები.

„მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების შესასრულებლად. სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ასევე, მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი თუ მიმდინარე სამუსაოების შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები და სამუშაოები შესრულდეს დადგენილ ვადებში და შესაძლებლობის ფარგლებში, კიდევ უფრო ადრეც“, – განაცხადა ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიNDI-ის გამოკითხულთა 95 პროცენტს 2012 წლის შემდეგ, დეპუტატისთვის არ მიუმართავს
შემდეგი სტატიაNDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 4%-ს ბიძინა ივანიშვილი არ მოსწონს