ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს

ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს, – განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

“რაშიც ბრალი ჰქონდა წაყენებული ეს იყო 109-ე მუხლი – მკვლელობის მომზადება ანგარების მიზნით, თურმე ანგარება აღარ ყოფილა, მაგრამ მკვლელობის მომზადება ყოფილა.საფუძველი, მოტივაცია არ არსებობს, მხოლოდ ბოლოს წამოცდა მოსამართლეს, რომ თურმე შურისძიებააო. რა მოტივაცია გააჩნდა, როცა ვერცერთმა მოწმემ არათუ ანგარებაზე და შურისძიებაზე, დეკანოზისა და შორენას ურთიერთობაზეც ვერ დაადასტურა, რომ რომ შეიძლება რამე საფუძველი ჰქონოდა. დღევანდელ სიტუაციაში მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს”,- განაცხადა რამიშვილმა.

მისივე თქმით, კანონის თანახმად, საქმეს შემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, მოსამართლე ბუგიანიშვილმა იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციას.

“გამოსავალი ვერაფერი ნახეს და 16 წლიდან ჩამოვიდნენ 9 წლამდე. ძალიან მალე სტრასბურგიდან კიდევ ერთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აიფარებს სასამართლო”, – განაცხადა რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს ადამიანის მოსაკლავად უნდოდა, დადასტურდა
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე – ამ შეფასებით მოსამართლემ მთელ მის შთამომავლობას და სასამართლოს ჩაადენინა სუიციდი