გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ – კაპანაძე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდსა და ხელისუფლების მხრიდან მის გაჭიანურებას ეხმაურება.
კაპანაძის თმით, ხელისუფლების წამომადგენლებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ურჩევნიათ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ ბრძოლაში ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხდება. კაპანაძემ ხელისუფლების წარმომადგნელებს ურჩია, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ნორმალური და რაციონალური წინადადებით მივიდნენ.
„ძნელი სათქმელია რატომ აჭიანურებს ხელისუფლება მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმაზე, თუ რა ურჩევნიათ, ურჩევნიათ ამ კრიზისის დაძლევა თუ სრული სვლით სიარული ტოტალიტარიზმისაკენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ჩვენ მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, რადგან ტოტალიტარიზმს საქართველო ნამდვილად ვერ აიტანს.
ამიტომ, მე მათ ვურჩევდი, რომ დროულად მოიფიქრონ ამ კრიზისიდან გამოსავალი, ჩვენ შეთავაზებაზე პასუხი და ნორმალური, რაციონალური წინადადებით მოვიდნენ შემდეგ რაუნდზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში იქნება.“ – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობენ
შემდეგი სტატიაბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა