გადაწყვეტილებას მიიღებენ მოსამართლეთა არჩევის დროს – ბექა ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი სხვა დეპუტატებმაც დატოვონ

საპარლამენტო უმრავლესობას გაზაფხულიდან სავარაუდოდ დეპუტატები დატოვებენ. ამის შესახებ განცხადება ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა, რომელიც მმართველი გუნდის რიგებს უკვე გამოეყო. მისი თქმით გაზაფხულზე, როდესაც დაიწყება მოსამარლეთა არჩევის პროცესი ნათელი გახდება კიდევ ვინ დატოვებს საპარლამენტო უმრავლესობას.

„ამ შემთხვევაში ვისაც გადაწყვეტილება მიღებული აქვს მათ გაცხადებული აქვთ უკვე საჯაროდ. მომავალში რა იქნება, ვინ რა გადაწყვეტილებას მიღებს არ ვიცი. ძირითადი გადაწყვეტილება მაინც გუნდში მიიღება მოსამართლეთა არჩევის დროს,“-განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

არსებული ინფორმაციით მმართველ გუნდს გაზაფხულამდე დატოვებს ზვიად კვაჭანტირაძეც. ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყო 4 დეპუტატი. ესენი არიან ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი.

banner
წინა სტატიაში“ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს” – საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე
შემდეგი სტატიაოპოზიციაში საათობრივი ფასიანი პარკირების სისტემის შემოღებას აკრიტიკებენ