“გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი” – უსუფაშვილი პარლამენტოს სხდომის თარიღზე

“პარლამენტში ყველაფერი მზადყოფნაშია” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მოქმედმა თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე კონსულტაციებში მას უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა დაახლოებით ათი დღის წინ მას, პრეზიდენტს და პრემიერს ჰქონდათ საუბარი და როგორც პრემიერმა, ასევე პრეზიდენტმა იცოდნენ, რომ პარლამენტი მზად არის.

„დანარჩენი უკვე მათ შორის კონსულტაციების შედეგად გადასაწყვეტი საკითხებია. გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი. როდესაც საქმე ეხება პარლამენტს, ბუნებრივია, რომ იქნებოდა ურთიერთობა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის. დანარჩენზე ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუცია და კანონი ძალიან მკაფიო ჩარჩოებს აწესებს. ამიტომ, ახლა ერთი დღით ადრე, ერთი დღით უკან, დილის საათებში თუ საღამოს საათებში იქნება, ამაზე ჩამოყალიბდებიან. ეს არ მგონია, რომ რაიმე სუპერ რთული საკითხი იყოს მოსაგვარებლად“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება რიჩარდ მაილსის შესახებ არასწორია
შემდეგი სტატიაISIS-ის თვითმკვლელებმა ავღანეთის პრეზიდენტის დაცვის წევრები მოკლეს