გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და თუ მისგან განსხვავებული აზრი გაქვს, დაისჯები ძალიან მწარედ – გოცირიძე უმრავლესობაზე

გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი და თუ მისგან განსხვავებული აზრი გაქვს, დაისჯები ძალიან მწარედ – ეს განცხადება, ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ “ქართულ ოცნებაში” არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის წევრებს დაენგრათ ილუზიები იმის შესახებ, რომ მათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და რამის კეთება შეუძლიათ. გოცირიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილებებს ქვეყანაშიც და პარტიაშიც იღებს ერთი ადამიანი – ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს, არავინ არაფერს ეკითხება.

მისივე განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ორი არჩევანი აქვთ – ან ეგუებიან მორჩილებას ან ტოვებენ მმართველ გუნდს.

„ეს უმრავლესობა არ არის ის, რაც იყო. ის ილუზიები გაუქრათ, რომ მოდიოდნენ ენთუზიაზმით და ეგონათ რაღაცეების გაკეთება შეეძლოთ. ფაქტია, რომ მათ არავინ არაფერს ეკითხება. ყველამ კარგად იცის, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს ერთადერთი ადამიანი და თუ მისგან განსხვავებული აზრი გაქვს, ესე იგი დაისჯები ძალიან მწარედ. ან უნდა შეეგუო ასეთ მორჩილებას ან უნდა წახვიდე,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა, დაშავებულია 7 ადამიანი