12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერ გადავხედავ – მინისტრის მოადგილე

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, თსუსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის ამ გადაწყვეტილებას ვერ გადახედავს.

“პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მე ვერ გადავხედავ ვერანაირად, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამ ტიპის გადაწყვეტილებებით, ზოგადად, პროფესურის ნაწილზე არ არის საუბარი, აქ საუბარია გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საჭიროებს სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ.

როგორც გაბისონია აღნიშნავს, უნიოვერსტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრები შესაძლოა, ირაკლი კობახიძესთანაც გაიმართოს.

„ვადას რაც შეეხება – ალბათ, მინიმალური ვადა 6 თვე იქნება, თუმცა ის, შეიძლება, გასაგები მიზეზების გამო, გაგრძელდეს. რეორგანიზაციის პროცესის ვადაში ჩაკეტვა, ზოგადად, არსად ხდება, შესაბამისად, შესაძლებელია, პროგრამების დადარების ნაწილში იყოს პრობლემა, ასევე, ძალიან ბევრი პრობლემა იქნება საოპერაციო ნაწილში. გუშინ გვქონდა ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ამაზე საუბარი და გვაჩვენეს ისეთი ტიპის ტექნიკური გამოწვევები, რომლებიც სამინისტროს პოზიციიდან შეიძლება დეტალებში არ ჩანდეს. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. მინისტრი ქვეყანაში არ იმყოფება, ის ვიზიტით, იერუსალიმშია წასული. ვფიქრობთ, ის პარასკევისთვის უკვე ქვეყანაში იქნება და საშუალება გვექნება შეხვედრები მყისიერად მოვაწყოთ. ასევე, შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრთანაც. მოკლედ, ეს კონსულტაციები გრძელდება. დღეს მე ვხვდები თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და შესაბამისად, საშუალება გვექნება, რომ თსუ-ს თვალსაზრისიც მოვისმინოთ თავიდან ბოლომდე. გუშინდელის მსგავსად, მოვინიშნავ ყველა საკითხს და მინისტრის დაბრუნებისთანავე, მათ ექნებათ პასუხები გაცემული,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა, ხოლო 15 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის სამი ე.წ. კანონიერი ქურდია
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში