“გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია”- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. ევროსასამართლომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. „სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად სკანდალურია. ნიკა გვარამიამ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა.

“რუსთავი 2″-ის ეთერში ვართ და არ ვაპირებთ, არყოფნას. ეს გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია, არ ვიქნები მართალი. ვფიქრობ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, რა სასამართლოც არ უნდა იყოს, კრიტიკის უფლება მაქვს, გადაწყვტილება წარმოუდგენელია. მოთხოვნების არდაკმაყოფილებასთან ერთად, მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება. ამ უფლებას გამოვიყენებ. მე ეჭვს ვერ შევიტან მიუკერძოებლობაში, მაგრამ უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი არასწორ ინტერპრეტაციას. არ ვეთანხმები ამ გადაწყვტილებას სრულად, თუმცა გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, ეს შემთხვევა არის უმნიშვნელოვანესი, დასაშვებად ცნობა მოსამართლე ურთმელიძის, თოდუას, ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაში“ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას ის ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, გენერალური დირექტორის სტატუსით” – ხალვაში
შემდეგი სტატიათანამდებობრივი დანაშაული- “იმის თქმა, რომ ხალვაშს სახელმწიფო დაურეგისტრირებს რ2-ს ევროპული კონვენციის დარღვევაა”- გვარამია წულუკიანს სტრასბურგის გადაწყვეტილების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს