“გადაწყვეტილება, რომელიც არის სასარგებლო კერძო სექტორისთვის, სასარგებლოა ქვეყნისთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უფრო ხშირად გააკეთონ განცხადებები, რომ ის, რაც კარგია ბიზნესისთვის, კარგია ყველასთვის.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უფრო ხშირად გააკეთონ განცხადებები, რომ ის, რაც კარგია ბიზნესისთვის, კარგია ყველასთვის. შეიძლება ვინმე ულტრამემარცხენისთვის იყოს გამაღიზიანებელი, რომ მთავრობის თავმჯდომარე ხვდება ბიზმესმენებს. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ეს ხედვაა დასანგრევი, რომ ბიზნესთან შეხვედრა, ბიზნესისთვის სასარგებლო ინიციატივის წამოწყება ვინმესთვის საზიანოა“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სწორედ ბიზნესმენები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ისინი აფინანსებენ მეცნიერებას და მთავრობას.

„გადაწყვეტილება, რომელიც სასარგებლოა კერძო სექტორისთვის, არის სასარგებლო ქვეყნისთვის. ამის ღრმად დანერგვა უნდა მოხდეს ადამიანების ცნობიერებაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ახალგაზრდებისთვის საფინანსო მექანიზმი შეიქმნება”
შემდეგი სტატიაოსეთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია