“გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით არის მისასალმებელი” – ანაკლიის კორსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კონტრაქტის არშეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“გადაწყვეტილება ხელშეკრულების არშეწყვეტასთან დაკავშირებით არის მისასალმებელი. ჩვენ ჩვენი პოზიცია და ზოგადად კომპანიის და პროექტის სტატუსი გუშინ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ამ პოზიციას ჯერჯერობით და ვთვლით, რომ არის კონკრეტული დაბრკოლებები პროექტის მიმდინარეობის პროცესში, რომელიც არის ერთობლივი ძალებით გადასალახი და გადასაწყვეტი. ახლა არის საჭირო, რომ ორივე მხარე მათ შორის მთავრობა ერთობლივი ძალისხმევით დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო და გადავჭრათ ყველა ის საკითხი, რომელიც არის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაგრძელებული პარტნიორული დამოკიდებულებით და პარტნიორული ნაბიჯებით განპირობებული.”- განაცხადა ახვლედიანმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა მივცეთ მარეგულირებელს და მოვიყვანოთ ერთიან სტანდარტში ორივე მარეგულირებლის პროცედურები
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ანაკლიის პორტის პროექტი ანაკლიის ზღვაში ჩაიძირა