14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ “განტევების ვაცი” ეპოვნათ და ეს ბიზნესი ყოფილიყო” – სოსო ბერიკაშვილი

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისიის დასკვნა არაფრისმომცემია, რადგან შედეგი არ დადებულა და ფასები არ გაიაფებულა. 

მისი თქმით, ხელისუფლების სურვილი იყო, რომ პასუხისმგებლობა ბიზნესზე გადასულიყო.

“შედეგი მივიღეთ ის, რომ არაფერი არ მოხდა. ამბობენ, პირდაპირ, რომ ვერ გაიაფდება ფასები და პროპაგანდაც შეიცვალა შემდეგ ამ მიმართულებით, ახლა უკვე აღმოჩნდა, რომ ევროპაში უფრო ძვირია თურმე ყველაფერი, ვიდრე საქართველოში, თუმცა დეკემბერში პირიქით იყო. არაფერი არ გაიაფებულა საქართველოში, მაგრამ მაინც იმ პროპაგანდამ მიმართულება შეიცვალა. კომისიის დასკვნებში და რეკომენდაციებში განსაკუთრებული არაფერი წერია. გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ამ ყველაფერში “განტევების ვაცი” ეპოვნათ და ეს ყოფილიყო ბიზნესი, რადგან ეს პოპულისტურად ეგ ადვილად იყიდება – ბიზნესის ბრალია, ისინი მაღალ ფასებს აწესებენ და ა.შ. მიზანი  ეგ არის, რომ ისრები გადაიტანონ სხვაგან და საკუთარ პასუხისმგებლობაზე აღარ ისაუბრონ”, – აცხადებს ტვ პირველის ინფორმაციით ეკონომისტი. 

დაპირების მოუხედავად, აპრილის ბოლოსთვის ფასების შემცირება არ დამდგარა. 1 მაისს ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და საბოლოო დასკვნა წარმოადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ პროდუქტების გაიაფება მოკლევადიან პერიოდში ვერ მოხერხდება.

კომისიის თავმჯდოამრემ, შოთა ბერეკაშვილმა ბოლო სხდომაზე თქვა, რომ ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებშია.

დასკვნის მიხედვით, ბაზარზე ფასების ფორმირებას გავლენას ახდენს გრძელი და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვი, მაღალი ოპერაციული ხარჯები და სექტორის სტრუქტურული თავისებურებები. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეები ხშირად პროდუქტებს ფასდაკლებების პერიოდში ყიდულობენ, ხოლო მცირე ბიზნესისთვის ბაზარზე ოპერირება რთულია.

banner
წინა სტატიაშიმუნიციპალური განვითარების ფონდმა 14 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ტენდერები გამოაცხადა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – მარიამ დოლიძე გამოკითხვაზე მივიდა