გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო – მათიკაშვილი ევროკომისიაზე

“ძალიან უსამართლო რეზოლუციის შემდეგ სულ ვამბობდით იმას, რომ როდესაც ევროკომისია იმუშავებს, ჩვენ ვთხოვდით და გვქონდა ამის მოლოდინიც, რომ იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. გადაწყვეტილება ბევრად უფრო სამართლიანიც შეიძლება ყოფილიყო, მე ესეც შემიძლია ვთქვა, თუკი გავითვალისწინებთ და გაითვალისწინებდნენ ამ გადაწყვეტილების მიმღები პირები იმ გზას, რომელიც საქართველომ გაიარა ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდგომ, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის 30 საუკუნეა, ქართველები იბრძვიან და ევროპის ნაწილი რომ უნდა გავხდეთ, ქართველებმა ეს შინაგანად ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ, მართლაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ევროპის მხრიდან მისაღები.” – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, დავით მათიკაშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა 60 ოკუპანტი გაანადგურეს – რუსული სამაშველო გემი „Спасатель Василий Бех“ კი ჩაიძირა
შემდეგი სტატიამესამე მსოფლიო ომის კარზე დგას კაცობრიობა, ევროპა პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად გახლეჩილია, ისტორიაში შანსი ერთხელ დგება, ეს გაშვებული შანსი კი არა, შეიძლება უკან დაუბრუნებელი შანსია – ნათელაშვილი