„გადასანაწილებელი ხმები დარჩა? – ამ ხმებს ნურავინ აიღებს, პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი იყოს“ – ირმა ინაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი უნდა იყოს. ირმა ინაშვილმა პარლამენტის შემადგენლობასა და საარჩევნო სისტემაზე, თელავში, კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე ისაუბრა.

„რეალობა წარმოიდგინეთ და ვთქვათ, არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია 23 პროცენტს იღებს, ხოლო ბარიერგადალახულმა ორმა-სამმა პარტიამ 24 პროცენტი მიიღეს. გამოდის, რომ პირველ ადგილზე გასული პარტია ისე, რომ მათ მოსახლეობის მეოთხედიც არ უჭერს მხარს, ანუ, ოთხ კაცში ერთი კაციც რომ არ უჭერს მხარს, მთლიანად გადაუნაწილებელ მანდატებს იღებს.

ამ მოცემულობის თანახმად, ოპოზიციამ 24 პროცენტი რომ აიღოს, სახელისუფლებო ძალამ 24 პროცენტი, გადასანაწილებელი 53 პროცენტი დარჩება და გამარჯვებული პარტია მთლიანად 53 პროცენტს აიღებს, რასაც დემოკრატიულ გადანაწილებას უწოდებენ და ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობას ისე იკავებენ, რომ სინამდვილეში ერთი კაციც არ უჭერთ მხარს. საქმე პროცენტებში კი არ არის, სიმართლეშია.

გადასანაწილებელი ხმები დარჩა? – ამ ხმებს ნურავინ ნუ აიღებს, პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი იყოს, 150 წევრი ნუ იქნება, 120 დეპუტატი იყოს და საქართველოს არაფერი არ დააკლდება, 30-ით ნაკლები დეპუტატი თუ იქნება. იმ დარბაზში ისედაც ბევრი მთვლემარე დეპუტატი ზის“, – განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა გორის რაიონიდან გატაცემული მოქალაქე, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს