გადასახადების 60%-ით შემცირება, რეგულაციების 80%-ით გაუქმება და პოლიტიკური კლასის შეცვლა-სააკაშვილი გეგმებზე საუბრობს

„ჩვენი მთავრობის პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შევამციროთ გადასახადები 60%-ით”- ეს განცხადება, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინული გამოცემა „გორდონისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი გეგმავს გააუქმოს არსებული რეგულაციების 80%. გარდა ამისა სააკაშვილის განცხადებით, მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაითხოვს სახელმწიფო მოხელეების ნახევარს და გაყიდის სახელმწიფო საწარმოებს.

„ჩვენი მთავრობის პირველი სამი თვის განმავლობაში უნდა შევამციროთ გადასახადები 60%-ით, უნდა შევამციროთ სახელმწიფო აპარატი 50%-ით, მე ვიცი თუ როგორ გავაკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გავაუქმოთ რეგულაციების 80%, უკვე მაქვს რეგულაციების სია, რომელიც უნდა გავაუქმოთ, უნდა შევცვალოთ პოლიტიკური კლასი და უნდა გავყიდოთ სახელმწიფო საწარმოები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვა არის ჩვენი ცენტრალური ამოცანა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი