28 სექტემბერს აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამშვიდობოს სვანეთის უღელტეხილის გავლით გადმოვიდა.
ამ დროისთვის სოხუმი უკვე ოკუპირებულია. ქუჩები, ჩიხები ქართველთა ცხედრებით არის მიმოფანტული.
წამებით მოკლული ქართველი სამხედროები ხეებზე კიდია.
დაიწყო საკენ-ჭუბერის უღელტეხილი, ალპური ზონა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
საბოლოოდ, დევნილები ჭუბერში ჩავიდნენ, იქიდან კი ტრანსპორტით – ზუგდიდში.
ჭუბერიდან სხვა გზას დაადგა ჯარი, რომელიც სოხუმიდან ხალხთან ერთად მოდიოდა, მათ მესტიისკენ აუხვიეს, ლენტეხში გადავიდნენ, იქიდან კი ქუთაისში ჩავიდნენ.
გზაში ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.
გადარჩენილები ამ გზას გოლგოთას გზას უწუდებენ…