განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში“ აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება უმძიმესი მხილებების ახალი ეტაპი, რომელიც კონკრეტულ ფოტო, ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებს დაეფუძნება.
მისი განცხადებით, ეს პროცესი შესაძლოა საერთაშორისო რეაგირების საფუძველიც გახდეს.
ამასთანავე, ირაკლი შაიშმელაშვილმა დააანონსა ახალი პლატფორმის ამოქმედება, რომელიც უახლოეს საათებში ჩაეშვება. ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს სივრცე სპეციალურად შეიქმნა იმ მოქმედი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც სისტემაში არსებულ უკანონო ქმედებებს ფლობენ — პლატფორმა მათ სრულ და გარანტირებულ ანონიმურობას შესთავაზებს, თუ ისინი ინფორმაციის გასაჯაროებას გადაწყვეტენ.


















