გადახდილი სახურავები და დატბორილი ქუჩები პოლონეთში

ორი დღეა პოლონეთში ძლიერი ქარი და წვიმაა, რომლის შედეგადაც ქუჩები დაიტბორა. ქარმა შენობებს სახურავები გადახდა, ხეები მოგლიჯა.
გუშინ შუადღიდან ქვეყნის მასშტაბით სამაშველო სამსახურები 2600-ჯერ გამოიძახეს. მათი მუშაობა, ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ შენობებიდან წყალს ტუმბავდნენ და ქუჩებს მოგლეჯილი ხეებისგან ათავისუფლებდნენ.

ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის პოზნანში მანქანები სრულად დაფარა წყალმა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში შეუძლებელი გახდა ავტობუსებისა და ტრამვაის გადაადგილება. დაახლოებით 23 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაში“როგორც ჯორჯ ფლოიდი” – ჩეხეთში პოლიციის მოქმედებების შედეგად ბოშა მოკვდა
შემდეგი სტატიაშვედეთში ყალბი ტესტების გაცემაზე გამოძიება დაიწყეს