გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ – ნიკა მელია პარლამენტში მივიდა

კონკრეტული საკითხები, რომელიც არის მნიშვნელოვანი, იმ საკითხებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ – განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტში.

ენმ-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა იმ მიმართვის გაკეთებას, რომლის საშუალებაც გუშინ არ მიეცა.

“ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ” – ამბობს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – გახარიამ გუშინ იცრუა, მისი ყოველი გამოსვლა ტყუილებით აღსავსეა
შემდეგი სტატიაგიორგი ხოჯევანიშვილი – მმართველ გუნდს მოვუწოდებდი, მოუკლონ ჩვენთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელებას