გადაიფარა მნიშვნელოვანი თემები, მაგალითად სატრანზიტო ტვირთების გატარება აფხაზეთის და ცხინვალის გავლით

ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქუჩური გაგებებით ხელმძღვანელობს – ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა გააკეთა. ბიბილაშვილი გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გამოეხმაურა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, პრემიერ-მინისტრი გუშინ შეეცადა იმ სერიოზული თემების გადაფარვას, რაზეც მიდიოდა საუბარი ოპოზიციასთან შეხვედრისას. კერძოდ ცხინვალის მიმართულებით ტვირთების გატარების საკითხის და გამოუძიებელ საქმეებზე.

„ერთის მხრივ გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს ბრძოლა ქურდულ მენტალიტეტთან და მეორეს მხრივ თავად ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ქურდული მენტალიტეტის მატარებლები არიან თავად. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქუჩური გაგებებით ხელმძღვანელობს და რომელიც ყველაფერ დანარჩენში ატყუებს საზოგადოებას. ისინი არ საუბრობდნენ პენსიებზე, არ საუბრობდნენ რატომ არ იზრდება პენსია, რატომ არის ლარი ამ დღეში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გადაიფარა არის ის ძალიან საეჭვო და დიდი ალბათობით მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც შეეხება სატრანზიტო ტვირთების გატარებას რუსეთიდან სომხეთში აფხაზეთის და ცხინვალის გავლით,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე : იერუსალიმის საკითხზე საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაცუდია, რომ ჯერ სამარხვო გინება არ გამოუგონიათ