“გადაგვიყვანეს ბიძინას რეჟიმში… კომიტეტის სხდომა დილით ადრე დანიშნეს, რომ მელია 12:00 საათისთვის უკვე დაიჭირონ”- ხათუნა გოგორიშვილი

საქართველოს პარლამენტში, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზეა გადასული, რადგან მელიას დაკავების მოსწრება მმართველ გუნდს 12:00-13:00 საათისთვის უნდა:

„კომიტეტის სხდომა დილით ადრე დანიშნეს, რომ ნიკა მელია 12:00-13:00 საათისთვის უკვე დაიჭირონ. გადაგვიყვანეს ბიძინას რეჟიმში. ხუთი დღე გვქონდა შსს-ს რეჟიმი, დღეს უკვე ბიძინას რეჟიმი დაიწყო. როდესმე ყოფილა რომ დეპუტატებს „ქართული ოცნებიდან“ დაუჭერიათ ან არ დაუჭერიათ მხარი იმის მიხედვით, რას ფიქრობენ. ეს არის ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დაუჭერენ მხარს, რასაც ბიძინა ეტყვის. ხვალ რომ შემოვიდეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საქართველო აღარ უნდა ერქვას, ამასაც დაუჭერენ მხარს.“- განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი: ამორალურია შვილის ტოლა თაობასთან პროცოკატორის ენაზე საუბარი
შემდეგი სტატია“ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია – სააკაშვილი