გადაგვამოწმეს და გამოგვიშვესო – გატაცებული მესაზღვრის დედის პირველი განმარტება

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე 27 ივნისს მომხდარი შემთხვევა – რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქართველი მესაზღვრე გაიტაცეს.

„კურიერმა“ გატაცებული მესაზღვრის დედის პირველი განმარტება მოიპოვა.

გიორგი კერესელიძის დედა ამბობს, რომ მომხდარის ზუსტი დეტალები არ იცის, მაგრამ იცის, რომ მისი შვილი გამოცდილი და კვალიფიციური მესაზღვრეა, რომელიც პროფესიულ შეცდომას არ დაუშვებდა და დაუდევრობის მიზეზით მის დაკავება გამორიცხავს.

„იმათ ეგონათ, რომ ამათი დარღვევა იყო, მაგრამ ხომ გაარკვიეს ყველაფერი და გამოგვიშვესო, გადაგვამოწმეს და გამოგვიშვესო. დანარჩენი, რისიც მეშინოდა, ან ფიზიკური ან სულიერი შეურაცხყოფა, არანაირად… ალბათ, ზღვარზე ისინიც ახლოს იყვნენ და ესენიც, რომ უკვე გაურკვევლობა მოხდა,“ – განაცხადა გიორგი კერესელიძის დედამ.

ქართველი მესაზღვრეები საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე სამი დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მესაზღვრე რუსმა სამხედროებმა გუშინ უკვე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

banner
წინა სტატიაში94 წლის გოდა ღარიბაშვილი რუსმა ოკუპანტებმა 8-საათიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჩაშლილი ტენდერები – დედაქალაქის მერი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს