გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ – სააკაშვილი ივანიშვილზე

არეული ინტერვიუ პარტიული აქტივის გასამხნევებლად – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ სახეზეა წარმავალი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკვე საქართველოს პოლიტიკური წარსული ხდება.

„ვნახე ივანიშვილის ეს ბოლო სრულიად არეული ინტერვიუ. ის რა თქმა უნდა ცდილობს, რომ თავსი დარჩენილი მცირერიცხოვანი აქტივი გაამხნევოს. ყველა ხვდება, რომ ივანიშვილის დრო წასულია და ის ბარდება წარსულს. ის ბოლომდე გადაეფარა გახარიას და პრაქტიკულად აღიარა რომ ბრძანება დარბევის გასცა თვითონ. ის ბოლომდე ამართლებს რუსების ჩამოყვანას და პუტინისადმი გაწოლის პოლიტიკას. ის შლის ქართულ სახელმწიფოს. რა მაგარი ქვეყანა დავუტოვეთ და რას დაამსგავსა. თავისი ანტისახელმწიფოებრივი სახელმწიფოს დანგრევის პოლიტიკაში მთავარ ხელშემშლელად ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას” და ეს ძალიან ნიშანდობლივია. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოკითხვებში, იმის გათვალისწინებით, რომ არის დიდი ცდომილება სერიოზულად ლიდერობს,”-აცხადებს სააკაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ამბობს, რომ შექმნილ ვითარებაში საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მშვიდობიანი ბრძოლით, ხალხი შეძლებს რეჟიმის დასრულებას.

banner
წინა სტატიაშიპარტიის ლიდერს აქვს ვალდებულება, დაელოდოს გამოძიების შედეგებს – არასამთავრობოები ივანიშვილს მიმართავენ
შემდეგი სტატიამსოფლიოს მრავალ ქვეყანაში „ფეისბუქი“ გაითიშა