“გადაეცი ვლადიმირ ვლადიმირის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ” – ეს სიტყვები საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს ეკუთვნის და მან, რუსეთის პროპაგანდისტ, თინა კანდელაკს ქვეყნის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დააბარა.
საქართველოს პატრიარქის დანაბარები კანდელაკმა 5 წლის შემდეგ საჯაროდ, დღეს, კრემლის პროპაგანდისტმა თინა კანდელაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კრემლის მხარდამჭერთა და პროპაგანდისტთა დაჯილდოვების ცერემონიაზე, სიტყვით გამოსვლისას უთხრა.
“უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ, ბოლოს 5 წლის წინ ვიყავი და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს კათალოკოსს ილიას (მეორეს). ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მაშინ მითხრა – ‘გადაეცი ვლადიმირ ვლადიმირის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ'” – უთხრა კანდელაკმა პუტინს.
ცნობისთვის, პუტინმა კანდელაკს ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი გადასცა
















