“გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ლადო პაპავას თქმით, მას აქვს უნივერსიტეტის რექტორობის ტვირთი და გადადგომას არ აპირებს.

ამის შესახებ მან გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. მე ამის შესახებ რამდენჯერმე ვთქვი, მაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთი, ვიყო ასეთი უნივერსიტეტის რექტორი და ეს ტვირთი უნდა მივიყვანო ბოლომდე, იქიდან გამომდინარე, რა პასუხისმგებლობაც მაკისრია. დარწმუნებული ვარ, მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, ყველა სტუდენტი, ვინც ახლა თუნდაც არ მიჭერს მხარს, ერთად შევძლებთ არსებული პრობლემების გადაწყვეტას. სხვა გზა უბრალოდ არ არის. აკადემიურ საბჭოს აქვს ოფიციალური ლეგიტიმური მექანიზმები, ის შეისწავლის საკითხს და თუ ჩათვლის მიზანშეწოლინად, რომ დაძრას ინპიჩმენტის საკითხი, დაძრავს, თუ არ ჩათვლის, არ დაძრავს. მე მაქვს ჩემი პოზიცია. რაც მთავარია, მე ვარ დაინტერესებული“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პაპავამ განათლების მინისტრთან შეხვედრის დატოვების მიზეზი განმარტა
შემდეგი სტატიათსუ-ს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა მარიამ გერსამიამ თანამდებობა დატოვა