5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

,,გადადგეს რექტორი! დაუბრუნდეს ჩამორთმეული ფაკულტეტები სსუ-ს!”– სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება

,,გადადგეს რექტორი! დაუბრუნდეს ჩამორთმეული ფაკულტეტები სსუ-ს”,– ამ შინანარსის განცახდებას  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ავრცელებენ.
განცხადებას ,, თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:
,,სოხუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სტუდენტები აპროტესტებენ განსხვავებული აზრის დაბლოკვას!
რექტორი ქალბატონი, თეა ჯუღელი ხვდება სტუდენტებს, ხოლო განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს არ უშვებს შეხვედრაზე!
ამ დეფორმის მთავარი მიზანიც სწორედაც, რომ განსხვავებული აზრის ჩაქრობა და სტუდენტების დამორჩილებაა!
ჩვენ,  სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები, მოვითხოვთ კონსტიტუციურ უფლებას – სიტყვის თავისუფლებას! გადადგეს რექტორი!დაუბრუნდეს ჩამორთმეული ფაკულტეტები სსუ-ს!
არ ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება და შეგვიშვან შეხვედრაზე!”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს
შემდეგი სტატია,,ანდროს ბანერი მაინც ჩამოხსნეს… თქვენზეა ამ ბანერის ჩამოხსნა” – ნანუკა ჟორჟოლიანი ,,რუსთავი 2–ის” თანამშრომლებს