გადადგეს მოძალადე! – ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. კალაძის პირადი ზონდერი! გადადგეს მოძალადე! – აქციის მონაწილეებმა ადგილზე ამ შინაარსის ბანერებით მიიტანეს.

ისინი ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციური გაერთიანების წევრები ამბობენ, რომ გეგა გეგეშიძეს და მის “ზონდერებს” ხელისუფლება მფარველობს და სწორედ ამიტომაც ის არ ერიდება ევროპის ჩემპიონების ცემას.

კადრები სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს სპორტის სასახლეში, “შაბათის კურიერმა” გაავრცელა. ვიდეოს ეთერში გასვლის შემდეგ სამართალდამცავებმა მოკვლევა დაიწყეს. რამდენიმე დღეა პოლიციაში იმ პირების დაკითხვა მიმდინარეობს ვინც ამ ინციდენტის უშუალო თვითმხილველია.

სავარაუდოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხებიან კონფლიქტში მონაწილე მხარეები, რადგან გეგა გეგეშიძემ და ზურაბ დათუნაშვილმა გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო „საშინელი განათლების სისტემის“ მქონე 25 ქვეყანას შორის – გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროს „ახალი თაობის რეფორმების პაკეტს“ სთავაზობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოში ვადა კიდევ ერთი წლით გაუგრძელეს