“გადადექი”- პარლამენტში ლგბტ აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად პლაკატები გაშალეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ხმაურია. ლგბტ თემის უფლებების დამცველებმა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის გადადგომა მოითხოვეს. გამოფინეს პლაკატი წარწერით “ადამიანის უფლებების დაკიდების კომიტეტი”.

მანამდე თბილისის პარლამენტთან 3 ადამიანი დააკავეს – ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.

“თანასწორობის მოძრაობა” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებას აპროტესტებდა.

სოფო კილაძემ თქვა, რომ წელს 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე არ აღინიშნება.

პარლამენტთან მივიდნენ 17 მაისის აღნიშვნის მოწინააღმდეგეები, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე. მათ აქციის მონაწილეებს კვერცხები ესროლეს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : პარტიის ლიდერები, რომლებიც დღეს არიან პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, მომავალშიც იქნებიან მისი წევრები
შემდეგი სტატიასაკირესთან ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია