„გადაარჩინე მარიუპოლის გარნიზონი“ – 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

„გადაარჩინე მარიუპოლის გარნიზონი“ – 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური დახმარებას ითხოვს.
აზოვსტალში 600-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ათობით ბავშვი იმყოფება, – აცხადებს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინი)
ბლოკადის გამო ამ ადამიანებს არ აქვთ მედიკამენტები. ამიტომ, სამხედრო პირი კიდევ ერთხელ ითხოვს ე.წ. ექსტრაქციის პროცედურას და მაგალითად 1940 წელს, ქალაქ დუნკერკში განვითარებული მოვლენები მოჰყავს.

„დღეს ჩემი მთავარი გზავნილია – გადაარჩინე მარიუპოლის გარნიზონი. გამოიყენე ჩვენთვის მოპოვების პროცედურა. ახლა 1940 კი არა, 2022 წელია. აქ ხალხი, უბრალოდ, მოკვდება – დაჭრილი დაიღუპება, ცოცხალი კი ბრძოლას შეეწირება“, – ამბობს სამხედრო.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთმა გამოაცხადა მზადყოფნა, მარიუპოლიდან დაჭრილები სამკურნალოდ მიიღოს.

https://youtu.be/rx8jxdbjCN0

banner
წინა სტატიაშიკულება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელ ზურაბ პოლოლიკაშვილს მადლობას უხდის​
შემდეგი სტატიაკოვიდის დროს ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ – ჯანდაცვის სამინისტრო