დღეს 18.00 საათზე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პრეს-კონფერენციას გამართავს – ამის შესახებ მისმა პრეს-მდივანმა დარია ჩიჟმა განაცხადა.
“დღეს, 18.00 საათზე სააკაშვილი ოდესაში პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც ყველა შეკითხვაზე პასუხს გასცემს. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ამიტომაც კეთდება ეს პრეს-კონფერენცია” – განაცხადა ჩიჟმა.
სავარაუდოდ, პრეს-კონფერენცია სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან განთავისუფლების შესახებ გავრცელებულ ხმებს შეეხება. ამასთანავე, საუბარია სააკაშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნაზეც.