გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან უქმდება

ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა პირველი ივლისიდან იხსნება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მობილობის შესამცირებლად, გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ფეხით, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა იყო აკრძალული. 2021 წლის პირველი ივნისიდან კი, შეზღუდვის პერიოდი შემცირდა და 23 საათიდან დილის ოთხ საათამდე მოქმედებდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ორ კვირაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა
შემდეგი სტატიარესტორნები მხოლოდ 24:00 საათამდე იმუშავებენ