გადააჭარბებს 3 ლარს და დადგება კვირიკაშვილის და მისი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი – ინაშვილი

ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდის და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი-ამ განცხადებას “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აკეთებს.

ინაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ წარდგენილი ეკონომიკური გაჯანსაღების გეგმა, რეალური არ არის და ის უბრალოდ “ჰაერია”.

„ხელისუფლება და მისი ეკონომიკური გუნდი არაკომპეტენტურია მართოს და დაარეგულიროს კრიზისული ვითარება. მათ მიერ წარმოდგენილი გეგმა არის ჰაერი. ჩვენი პროგნოზია, რომ გადააჭარბებს სამ ლარს, ამ კრიზისს ვერ გაუძლებს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად, დადგება ეკონომიკური გუნდის და ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.74, გადამცვლელ ჯიხურებში ეს მაჩვენებელი 2.80-ს აჭარბებს.

​​

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
შემდეგი სტატიაბერლინში მომხდარ ტრაგედიას გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა