გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 11:28

გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, როგორც კაკურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ლარის კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის:

„გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის, ლარი უნდა იყოს სტაბილური, რადგან ქვეყანაში შემოდინებები და გადინებები გასულ წელთან შედარებით არის პოზიტიური. ვიზიარებ კომენტარს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. ძირითადი ფაქტორები, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა შექმნილი იყო გარკვეული მოლოდინები, რაც კურსზე აისახა. გარდა ამისა, ლარის კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს ერთჯერადი ტრანზაქციები. ჯამში ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია“, – აცხადებს კაკაურიძე

news
ავტ.: news ოქტომბერი 17, 2016 11:28