“გაცილებით უფრო მწვავე შეფასებები მოჰყვება იმას, როდესაც ჩვენ გავასაჩივრებთ ოლქის შემაჯამებელ ოქმებს”

“რესპუბლიკური” პარტიის პოლიტიკური მდივანი და “ენმ – ძალა ერთობაშიას” წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მწვავე რეაქცია მოჰყვება ევროპარლამენტარების მხრიდან, როდესაც იმ დარღვევებს გაეცნობიან, რაც “ოცნებამ” საპარალმეტო არჩევნების დროს გააკეთა.

“როგორც იქნა დავაჯამეთ უკვე გარკვეული შედეგები და ტენდენციები ტოტალური გაყალბების შესახებ, რომ დავადასტურეთ ჩვენი საჩივრებით, და ხელისუფლებამ ხელი შეგვიწყო ყველაფერში და განუხილველად დატოვა ჩვენი საჩივრები, მივიდა ეს ინფორმაცია ჩვენს კოლეგებამდე ევროპარლამენტიში და, რა თქმა უნდა, მათ გააკეთეს ადეკვატური შეფასება. გაცილებით უფრო მწვავე შეფასებები მოჰყვება იმას, როდესაც ჩვენ გავასაჩივრებთ ოლქის შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ ოლქის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას,” – ამბობს თამარ კორძაია

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – დეზინფორმაციის ტალღა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, კომიკურ სახეს იღებს
შემდეგი სტატიაგარი ვაინერჩუკის მონაწილეობით თიბისი ბიზნესფორუმს უმასპინძლებს