,,გაჩნდით მაშინ, როცა მოხვედით ხელისუფლებაში და გაქრებით იმ წამს, როცა დაკარგავთ ხელისუფლებას ,, ირინა სარიშვილი – ხელისუფლებას

ირინა სარიშვილი ქართული ოცნების ხელისუფლებას მორიგ ,,პოსტს,, უძღვნის სოციალურ ქსელში…

,,უკვე მერამდენედ გვესმის პრემიერისგან კონკრეტულ დანაშაულზე, თუ ის მისი პოლიტიკური ოპონენტის მისამართითაა ჩადენილი: “მე მესმის მათი”;  უკვე მერამდენედ ხელისუფლება თავის მომხრე დამნაშავეს გმირად აცხადებს, ოპონენტს ლანძღავს. ხოლო კანონს რაც შეეხება, მისსავე შექმნილ კანონს, არც მომხრის, არც მოწინააღმდეგის შემთხვევაში ვერ ან არ იცავს!
ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან გავს ექიმის პროფესიას: ხელისუფლება ყველასია, მომხრესიც და მოწინააღმდეგისაც! თქვენ ქოცებო, ეს არ გესმით! ისევე, როგორც არ გესმით, რომ თქვენივე შექმნილი კანონები ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს და ერთადერთი ნიშანი, რის მიხედვითაც შეგიძლიათ დაყოთ ადამიანები, კანონის მიმართ დამოკიდებულებაა: კანონმორჩილებად და კანონდამრღვევებად, ისიც ბრალდების დამტკიცებიდან სასჯელის მოხდის ბოლო დღემდე!
სხვათაშორის, ეს უმძიმესი შეცდომა ყველა ხელისუფლებას ჰქონდა მეტ–ნაკლებად, მათ შორის წინა ხელისუფლებასაც, რომელიც ასევე ყოფდა მოსახლეობას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, ქოცებო, წინა ხელისუფლებას ჰქონდა მიზანი, ვიღაცისთვის მიუღებელი, ვიღაცისთვის მისაღები, მაგრამ მიზანი! თუმცა ფორმულა “მიზანი ამართლებს საშუალებას” ყველა შემთხვევაში შეცდომაა, თუ ერთი ქვეყნის ხელისუფლებასა და მოსახლეობაზეა ლაპარაკი! სწორედ ამ მიზნის წყალობით, წინა ხელისუფლება, ანუ ნაცები, დღესაც ყველაზე ორგანიზებული და სოლიდარული ძალაა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს, და არც იმას აპროტესტებს, ნაცებს რომ უწოდებენ! შეცდომების გაანალიზება და გასწორება კი არასოდეს არაა პრობლემა მისთვის, ვისაც მიზანი აქვს!
გესმით კი, ქოცებო, ეხლა რასაც ვამბობ? ალბათ არა! მაქსიმუმ, თქვენი “ტვინი” რა დასკვნასაც გააკეთებს, არის ის, რომ მე ნაცი ვარ :). თქვენგან ბევრად შორს არც ზვიადისტების ბუდიდან აფრენილი, ქოცებგამოვლილი და მიშისტების ბუდეში გადაფრენილი კრაზანები (ვისაც ეს ეხება) წავლენ: არ დაუჯეროთ სარიშვილს, იტყუება ეგ პუტჩისტიო 🙂
ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის, თავად მორიგდებით 🙂
მოკლედ, ქოცებო:
თქვენი არსებობა ხელისუფლებაში ყოფნის ვადით ამოიწურება მხოლოდ: გაჩნდით მაშინ, როცა მოხვედით ხელისუფლებაში და გაქრებით იმ წამს, როცა დაკარგავთ ხელისუფლებას და არ იარსებებს არც ერთი ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით დარჩება, როცა სკამებზე აღარ იქნებით (ოჯახის წევრების გარდა, თუმცა ვინ იცის).დღევანდელი “დიდებიდან” თქვენ მხოლოდ სახელი შეგრჩებათ, სახელი, რომელიც ძალიან არ მოგწონთ: ქოცები!,, წერს სარიშვილი

banner
წინა სტატიაშილუკაშენკოს ვიზიტი აფხაზებს გულზე მოხვდათ
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება