გაბუნია – ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს

ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება მოსახლეობას შევთავაზოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსის” კითხვას უპასუხა, როდის იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის კოვიდპასპორტები.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, კოვიდპასპორტში დატანილი იქნება 3 სახის ინფორმაცია.

„კოვიდპასპორტზე მუშაობა მიმდინარეობს, ტექნიკური პროცესია. კოვიდპასპორტში იქნება სამი სტატუსი, ვაქცინაციის, გადატანილი დაავადების და „პისიარ” ტესტირების.

ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება ეს მოსახლეობას შევთავაზოთ”,-აღნიშნავს გაბუნია.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – „სინოვაკის“ ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება
შემდეგი სტატიადღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება