გაბუნია: ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე

ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, სასტუმრო არის საველე ჰოსპიტლის ანალოგი.

„ამ ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ დამატებით სასტუმროების მობილიზებაზე გარკვეულწილად გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადები შემცირდა, ამდენად სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. ჩვენთვის მოგეხსენებათ, სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამდენად სასტუმროების მობილიზებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, ამაზე მეტის საჭიროება არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი და გაუწევს მეთვალყურეობას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშილაშა ტალახაძემ ატაცში გამოსვლა მსოფლიო რეკორდით დაასრულა
შემდეგი სტატია265კგ – ლაშა ტალახაძემ საკუთარი რეკორდი აკვრაშიც მოხსნა და ოლიმპიური ოქროც მოიპოვა