გაბუნია – ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა

ჩვენ ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „სინოფარმის“600 000 დოზიდან, რაც საქართველოში გვქონდა, პირველი დოზით 300 000 მოქალაქე აიცრა და ახლა მიმდინარეობს მეორე დოზით აცრა

„ჩვენ ველოდებით, რომ „სინოფარმის“ ახალი დოზები ქვეყანაში ისევ შემოვა. თუ რომელიმე მოქალაქე ამ ვაქცინას ელოდება, მას მალე შეეძლება მისი გაკეთება, მაგრამ „სინოვაკი“, რომლის პირველი დოზები საქართველოში ახლაც გვაქვს, აბსოლუტურად იდენტურია და თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება, თუკი ვინმეს ურჩევნია ამ ტიპის ვაქცინა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დაკარგულ და გამოუყენებელ ვაქცინებზეც გააკეთა კომენტარი.

„რაც შეეხება აცრების დანაკარგს, პირველი 100 000 შემთხვევაში ჩვენ ეს პრაქტიკულად არ გვქონდა, რადგან ის იყო ვაქცინის ერთდოზიანი ფორმა. ახლა, ორდოზიანი ვაქცინაციის პირობებში, დანაკარგი 0,03%-ს შეადგენს, რაც, დამეთანხმებით, ძალიან დაბალი ნიშნულია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს ზემოთ ასაკში
შემდეგი სტატიაგაბუნია – ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს