გაბუნია – ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტზე გუშინ დიდი ზეწოლა იყო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შესყიდული მილიონ 350 დოზიდან ქვეყანამ გუშინ პირველი პარტია მიიღო და დარჩენილი დოზების მოწოდება ეტაპობრივად გაგრძელდება.

გაბუნიას თქმით, შესაბამისად, ვაქცინები ყველასთვის საკმარისი იქნება.

„ფაიზერის“ შემოსვლა გუშინ დაიწყო, შესყიდული მილიონ 350 დოზიდან პირველი შემოტანა გუშინ შედგა. დოზების მოწოდება მზარდი და ეტაპობრივი იქნება იმგვარად, რომ მოკლე ხანში უნდა მივიღოთ სრულად ჩვენი დოზები. მინდა, ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით ავღნიშნო მოქალაქეებისთვის, რომ დოზების რაოდენობა ყველასთვის საკმარისი იქნება. მილიონი დოზა ნიშნავს 500 ათასი მოქალაქის აცრას და შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე დარჩეს დოზა იმაზე მეტი, ვიდრე აქტიური მოთხოვნა იქნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე გუშინდელ შეფერხებას, გაბუნიას თქმით, საიტზე დიდი მიმართვიანობა იყო და დამატებითი დოზების მიღების შემდეგ რეგისტრაციის ალტერნატიული მექანიზმები იქნება.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: კარგია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის
შემდეგი სტატიაჟურნალისტები ზუგდიდში სასულიერო პირებს სპეციალური მაისურებით დახვდნენ