გაბუნია – ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეებში ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

„ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო, წასულიყო ვაქცინის გასაკეთებლად, ასე არ მოხდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით, რათა მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციას პროგრამაში მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არალეგალები ქვეყანაში ტყის გავლით შეჰყავდა
შემდეგი სტატიაუწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, ბანერები ჩამოხსნა – მედეა მეტრეველი