გაბუნია – ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ასე დარჩება

ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომელიც 45 წელს ზემოთ ასაკში გამოყენებისთვის არის რეკომენდებული, როგორც გაბუნიამ განმარტა, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსხვავებული რეკომენდაცია არ იქნება, აღნიშნული ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნდება.

„მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ეს იქნება „ფაიზერი“, „ნოვოვაქსი“ თუ სხვა ნებისმიერი ვაქცინა, 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში შეზღუდვა შეეხება „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ განსხვავებული მტკიცებულებები არ იქნება მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკახა კუჭავამ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიების ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიააქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებისთვის პარლამენტთან „პუფების კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ