გაბუნია – ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ვერ იქნება, თუმცა შესაძლოა, ეპიდუსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბიზნესგარემოში დაწესდეს გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მოიცავს არჩევანის შესაძლებლობას.

„მინდა, კარგად ავხსნათ, რას შეიძლება, ნიშნავდეს გაეკვეული მოთხოვნების დაყენება აცრის ვალდებულებასთან მიამრთებაში. აცრა არის სამედიცინო ინტერვენცია, სავალდებულო სამედიცინო ინტერვენცია ვერანაირი პირობით ვერ იქნება, თუმცა მოთხოვნები შეიძლება, დაწესდეს ბიზნესგარემოში გარკვეული ეპიდუსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.

შესაძლოა, ბიზნესგარემოში მოვითხოვოთ ვაქცინირებული პირის ყოფნა, ან პირის ყოფნა, რომელსაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარებული აქვს „პისიარ“ ტესტი და ნამდვილად ვიცით, რომ ის არ არის ინფიცირებული, ასევე გადატანილი მდგომარეობ. ეს სამი პირობაა და ამ პირობიდან არჩევანის გაკეთება არის მნიშვნელოვანი. ბიზნესგარემოში შეიძლება, ეს მოთხოვნები დავაწესოთ, რაც თავის თავში მოიცავს არჩევანის უფლებას და თავისუფალი გადაწყვეტილების უფლებას, თუ რა სამედიცინო ჩარევას ჩავიტარებ მე, იქნება ეს ვაქცინაცია, ტესტირება, თუ თუნდაც პრბადის გამოყენება. ცალსახაა ის, რომ ადამიანს უფლება აქვს, თავად მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება სამედიცინო ინტერვენციის შესახებ. მეორე მხრეა, რა მოთხოვნებს დავაყენებთ ეპდისუფრთხოებასთან მიმართებაში და რა გარემოში. ეს მოთხოვნები აუცილებლად თავის თავში უნდა მოიცავდეს არჩევანის უფლებას და შესაძლებლობას.კერძო სექტორი იქნება, თუ გარკვეულ სახელმწიფო უწყებებში, ჩვენ რაღაც ეტაპზე დავაყენებთ იმ მოთხოვას, რაც დღესაც კეთდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაუტარდეთ
შემდეგი სტატიახაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხახვივით არავის შერჩება