გაბუნია – სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებები მზადდება

4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, სწავლა გაგრძელდება საკლასო გარემოში, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გახსნილ მდგომარეობაში სკოლების შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა, მიმდინარე პერიოდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და განათლების სამინისტრო კიდევ დამატებით ამზადებენ წინადადებებს სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბერია ის თარიღი, როდესაც ვფიქრობთ, რომ საკლასო გარემოში გაგრძელდება სწავლა, მანამდე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ზოგადად გვქონდეს სტაბილიზაციის უკეთესი მდგომარეობა და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიუწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახე, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, ბანერები ჩამოხსნა – მედეა მეტრეველი
შემდეგი სტატიაგაბუნია სისხლიან ბანერებზე – ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა