გაბუნია- სკოლები მუშაობას შერეული ფორმით გააგრძელებენ

სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო გამოხატავს მაქსიმალურ მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმში გადასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების, – ასე შეაფასა სკოლებში არსებული ეპიდვითარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე.

როგორც გაბუნია განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლებმა წარმატებით მოახდინეს ადაპტირება, სკოლები გააგრძელებენ შერეული მეთოდით ფუნქციონირებას.

„სკოლებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მაქსიმალურად გამოხატავს მზაობას და ჩვენც ამ მზაობას ბუნებრივია, ვადასტურებთ, რადგან მათ აქვთ მექანიზმები როგორც ონლაინ რეჟიმზე გადასვლის, ასევე ადგილზე სწავლების გაგრძელების. ჯერჯერობით გასული კვირის ანალიზი მიუთითებს, რომ სკოლებმა სწრაფად მოახდინეს ადაპტირება, რამდენიმე სკოლა გადავიდა სრულად ონლაინ რეჟიმზე, ნაწილი რჩება ჰიბრიდულ მოდელზე, ამდენად სკოლები გააგრძელებენ მუშაობას შერეული ფორმით“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში„ბუსტერ“ დოზის გაკეთების შემთხვევაში დამცველობის ეფექტი მნიშვნელოვნად იზრდება – გაბუნია
შემდეგი სტატიაესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა ჩემი მეგობარი და მაგან გამოიწვია პოლიციელში აგრესია – ნაცემი მოზარდის მეგობარი