გაბუნია სისხლიან ბანერებზე – ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერების ჩანაცვლებას სისხლიანი ბანერებით, უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ “ნებსით თუ უნებლიედ” ეს პროცესს ვნებს.

“ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალეტერნატიული თემით რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს თემა, გნებავთ სოციალური, გნებავთ ეკონომიური, გნებავთ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად ის რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს ჯანდაცვის სამინისტრო, NCDC ამ პოზიციას ემხრობა”, – თქვა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – სკოლების უსაფრთხოდ გახსნასთან დაკავშირებით დამატებითი წინადადებები მზადდება
შემდეგი სტატიაგაბუნია – მიუ შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა