გაბუნია: სინოფარმით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სინოფარმის ვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

“კვირის ბოლომდე, წესით, დღეს-ხვალ ცნობილი გახდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წინასწარი რეკომენდაცია, ამას გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. თუმცა, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენს შემთხვევაში, ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება, როგორც დაანონსებული იყო, ოთხი მაისიდან. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ სინოფარმით დღევანდელი მდგომარეობით ავტორიზებულია 35 ქვეყანაში, 200 მილიონ დოზაზე მეტი აქვს გაცემული მწარმოებელს სხვადასხვა ქვეყნისთვის. ფართო მოცვა არსებობს უკვე ამ ვაქცინით. მისი უსაფრთხოების შესახებ არ არის კითხვის ნიშნები. ამდენად, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციას და ვფიქრობთ, თუ არ დაასწრებს, მალევე დაეწევა პროცესს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაც”, – ამბობს გაბუნია.

27 აპრილიდან საქართველოში ჩინური სინოფარმით ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშისტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო სანქციების გამკაცრებაზე: ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება უსარგებლოა