გაბუნია – შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანების ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს

როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, 55 წელს ზემოთ ჯგუფი იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ვაქცინის 100 დოზა ცნობილი ადამიანებისათვის ვაქცინაციის კამპანიაში ჩასართავად გამოიყოს, თუმცა ამას საზოგადოების ჩართულობა სჭირდება.

„შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს. ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რომელსაც რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნება, იქნება 55 წელს ზემოთ ჯგუფი. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს.

შესაძლოა 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა. დავუშვათ, შეიკრიბეთ და გვირჩიეთ ვინ უნდა აიცრას ამ 100 დოზით და ვინ გამოიწვევს საზოგადოებაში მეტ ნდობას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი – სენატორების მოსმენიდან „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სათავისო გზავნილები ამოკრიფა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია – ეპიდემიის ზრდის მაჩვენებელი მობილობასთან კავშირშია