გაბუნია: საქართველოში ვაქცინაციის ცენტრები თებერვლის ბოლომდე უნდა გაიხსნას

ჯანდაცვის მინისტრის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის ცენტრები თებერვლის ბოლომდე უნდა გაიხსნას, რათა, როგორც კი ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, პროცესის დაწყება მეორე დღიდანვე გახდეს შესაძლებელი.

მისივე თქმით, პირველ რიგში, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ.

„ვაქცინას მალე ველოდებით. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა, რომ გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაწყებული იყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი. როგორც მოგეხენებათ, პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოსი შემოვა იქნება „ფაიზერის“. დღეიდან უკვე მობილიზებულია ეგრეთ წოდებული ათი ვაქცინაციის ცენტრი. ვაქცინაცია „ფაიზერით“ ჩატარდება მხოლოდ ჰოსპიტლებში, რომელთაც გარკვეული მოთხოვნები ექნებათ და ეს მოთხოვნები მთავრობის დადგენილებით განსაზვრულია. რეგულირების სააგენტო აქტიურ ვიზიტებს განახორციელებს მოსამზადებლად, რათა როგორც კი ქვეყანაში პირველი ვაქცინა იქნება, მეორე დილიდანვე ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში“და ზდრავსტვუეტ ნაშ სუდ, სამი გუმანნი სუდ ვ მირე”-ირაკლი ოქრუაშვილი
შემდეგი სტატია„ის მემორანდუმი, რომელზეც მოაწერეს ხელი არის ფაქტობრივად გაუარესებული ვარიანტი იმისა, რაც წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ მე-3 თუ მე-4 რაუნდზე – თარხნიშვილი ოცნება-მოქალაქეების მემორანდუმზე