გაბუნია – საკოორდინაციო საბჭოს ცალსახა პოზიციაა, მაქსიმალურად გამკაცრდეს კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე

მიმდინარტე პერიოდში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არის 12 პროცენტი, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების პერიოდში იყო. ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მონისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის აჩვენებლიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი თავისუფალი საწოლების რაოდენობა დღესდღეობით თბილისსა და აჭარაშია.

„9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გქვონდა მეოთხე ტალღის პიკის პერიოდში, მობილიზებული დარჩა. აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. თავისუფალი საწოლების მეტი რაოდენობაა არის თბილისსა და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ჩვენ ვიყენებთ ამ საწოლებს სხვა რეგიონებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება საკითხს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, ხომ არ აპირებს საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების დაწესებას, თამარ გაბუნიას განმარტებით, საბჭოს პოზიციაა, რომ არსებულ რეგულაციებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს.

„საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია ცალსახად არის, რომ დაწესებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს. ოდნავი მატება გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელში. დაწესებულ რეგულაციებზე მონიტორინგი მაქსიმალურად მკაცრი იქნება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

წინა სტატიაშითბილისის მერია ბათუმის ტრაგედიის დროს დაზარალებულ ოჯახებს ნახევარ მილიონ ლარს გადაურიცხავს
შემდეგი სტატიაფურცელაძის N16–ში მდებარე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა